პოეზია · ლირიკა
მერვე დღე
ვინც ნემსის ყუნწში გაძვრა - გაება,ამოიკემსა სულ თეთრად - შავზე.
არ შველის სრული გაძვალტყავებადა რა თქმა უნდა, ნაკლები შანსი
აქვს, ვინც სამყაროს მუცლით ეხებადა ხორცის ცხენზე მთელს ფსონებს ჩადის,
ვისაც თვალს სტაცებს ქვები, ფეხები,თუ საცობების პრიალა ჯართი -
სამსახურიდან - სახლამდე
(შანსი -ნემსის ყუნწიდან გაექცეს ამ წრეს,
არ დაგვირისტდეს არც თეთრად - შავზე,და არც პირიქით -
ამ ნაწერივით)
ჩავცქერი - დროის კარგვას, გაშვებასსიტყვების - გზებზე - გულის მუჭიდან -
ჩაბნელებას და გაკაშკაშებას -სადღეღამისო სადგურის - კუჭის.
ისევ შვიდი დღე. წმინდა სცენარითგამორიცხული აწმყო - გაღწევა -
ერთადერთ დროში.
მცენარეებიც -ქარის ნებაზე - დღეებს არწევენ
და რა თქმა უნდა, ნაკლებს სცოდავენ,დაუწერელზე რადგან არ წერენ.