პოეზია · ლირიკა
მიწისძვრის ანატომია
მე მშურს ნივთების, მათი სიმყარისდა პეწის, მტვერზე ჩვრის გადასმით რომ იბრუნებენ,ფორმის, რომელიც თავის სახეს არ აშტერდება,საკუთარ საზღვრებს ყოველ დილით არ აზანზარებს,ემორჩილება უცხო ხელებს და უცხო თვალებს,შეკავებული ირონიით და დაყვავებითდა დღის და ღამის განათებას მშვიდად ირეკლავსდა ნებისმიერ შემთხვევაში უცოდველია.
ნივთები არც ფასს კითხულობენ და არც იარლიყს -საკუთარს, და არც ადრესატებს ირჩევენ თვითონ,საპირისპიროს არ კარნახობთ მათ სიამაყედა არ უღრენენ მფლობელების შემთხვევით თითებს,და შეუძლიათ ჰქონდეთ სიღრმე და არ დავობდნენ -სიღრმის შესახებ, და მიიღონ და შეინახონთანაბრად - ის რაც არ ობდება და რაც ობდება;გლუვ ზედაპირზეც - ნებისმიერ ნაკაწრს ითმენენ.
ნივთებს გაღწევა შეუძლიათ და ძილი, ძილი -როცა ეხები, არ ეხები. არასდროს უთრთითარც ერთი ხაზი თუ წახნაგი, და არც მანძილისგაზომვასა და თლას ცდილობენ მახვილი კუთხითდა შეუძლიათ შეიჩვიონ ჟანგის ტუჩებიდა საუკუნე კოცნონ, კოცნონ, და სიბრალული -საკუთარ თავის - არ იცოდნენ, და გაყუჩებაშეეძლოთ - სრული, დროზე ხანგრძლივი.
მე მშურს ნივთების, და როდესაც ვცდილობ, მივბაძო,ვგრძნობ, მიწისძვრებით დედამიწა როგორ ირყევა.