პოეზია · ლირიკა
აგარაკზე
მაინც ჩამდგარა ქარი ავყია,მიწყდა ფეხის ხმაც, სუნთქვაც, ჩურჩულიც,დაუნდობელი და ამაყია,ეს სიმარტოვე – თეთრი ურჩხული.იტირებს, ღრუბელს რა უნდა მეტი?!ნისლებმა მთები ისევ დამალეს,ვზივარ და ვფიქრობ: ვინ იცის ბედი,როგორ გამითხრის გულში სამარეს.