პოეზია · ლირიკა
პურის სურნელი
პურის სურნელი,სავსე თავთავი,ყანა და კალო, წისქვილი,ვარცლი...ქართველზე უთქვამს უფალთან იღბალს,სიკვდილის წინო – სიმღერას ვაცლი.ამდენი ფიქრი და გამარჯვება,ამდენი მტრობა,ბრძოლა და მარცხი...მაინც ამ ცვრიან მიწას ქარგავენ:თიღვა, ქორეთი,კორტი დაკაცხი.