პოეზია · ლირიკა
*** "მთელი ცხოვრება მოლოდინია"
მთელი ცხოვრება მოლოდინიადა მერე დაგღლის, აბა რას იზამს?!გააფერმკრთალებს ცდუნების ნაყოფს,მარგალიტივით პატარა მიზანს.ჩვენ ველოდებით ფრთაშესხმულ იღბალს,სიყვარულის ჩრდილს – ხეზე ლიანებს,ნამდვილად, მარტო სიკვდილი მოდის,ის არაფრით არ დაიგვიანებს.