პოეზია · ლირიკა
*** "იქნებ დამტოვოთ"
იქნებ დამტოვოთ,ჩემს სიმარტოვეს,სულ არ უხდება უცხოს თვალთვალი.ო, რა სანდოა,ღვთისმშობელივით,ლექსის ბწკარი და პურის თავთავი...ეს შემოდგომაც ხომ მიილია,მოიპარება ისევ ზამთარი,წევს მთაწმინდაზე დიდი ილია,საქართველოსთან ცამდე მართალი.