პოეზია · ლირიკა
*** "ჩემზეც ამბობენ"
ჩემზეც ამბობენ: ის ვერ იცოცხლებს,რადგან ტკივილებს ვეღარ აიტანს.ამოვალ შენთან, ძვირფასო დალი,და აწ დაღუპულ ლექსებს მოგიტან.გარდაიცვალნენ ჩემი ლექსები,ახლა სულს ღაფავს ჩემი პოემაც,შენ დამანახვე შენს უნებურადამა ცხოვრების ამაოება.ჰა, შორეულმა დარეკა ზარმა,სიკვდილმა მითხრა: `შემხედე კარგად!”მის ცივ თვალებში უსასრულობამხოლოდ დახვეწილ ნისლებად ჩანდა,დალი! დამთავრდა ჩვენი ამბავი,წინ ვხედავ მხოლოდ ღრუბელს ბოლიანს.ისე მივდივარ, რაა ცხოვრება,არ ვიცი, მხოლოდ გამიგონია.