პოეზია · ლირიკა
ბედისწერა ანუ მომავალი აწმყოში
ოცდარვა წელი ვითმინე ასე,დრო ბევრი მქონდა ფიქრის და მოცდის,მესიზმრებოდა, რომ უცნობ ხმაზეუცნობ ფერებში გიხდიდი ქორწილს.ჯერ არ გასული გასულა წლებიდა მე ვგრძნობ იმ წლებს,რომლებიც მოვა.ჰა, რა შორიდან მომესმის ხმები:`შენ შეგჭამს ბებერ ძაღლების ხროვა!”კვლავ მესიზმრება შეყრა სიკვდილთან...ხანი არ რჩება ძრწოლის და მოცდის,ნატანჯ სხეულთან მოდის `იგი” დაამოღამებულ თვალებში მკოცნის.გარშემო მხოლოდ ნათელი მაკრავსდა უკვე აღარ მჭირდება ლოცვა,დავიმსახურე, მე მგონი, რადგანამ სიკვდილჩამდგარ თვალებში კოცნა...