პოეზია · ლირიკა
*** "ვიღაცა გაშლის ჩემს ბედზე ბანქოს"
ვიღაცა გაშლის ჩემს ბედზე ბანქოსდა ნახავს, ჩრდილი ვით მეწყვილება,ხოლო ჩვენ მაშინ ვიცეკვებთ ტანგოსდა არაფერი მეცოდინება.აგურის ვალეტს ყორანა ქალიდაეცემა და ჩაავლებს ბრჭყალებს,ხოლო მე, შენი მკლავებით მთვრალი,ვერ მოგაცილებ წამითაც თვალებს...გაჩახჩახებულ დარბაზში მეფურკამარას შეკრავს არწივის ლანდი,ჩვენ გავუღიმებთ გულღიად ერთურთს,ვიცეკვებთ ტანგოს... ვიცეკვებთ ტანგოს...და ტანგო გვეტყვის: `ლამაზო, კარგო,ცავ, შორეულო და ანდამატო...”და დიდხანს, დიდხანს ვიცეკვებთ ტანგოს,ვიცეკვებთ ტანგოს...