↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე ვარ

პაპიძე ნათია

2008-01-131 წთ საკითხავი2385 ნახვა

—
მე ვარ ბალახი,ქვის ფილაქანისბზარებს შუა ამოსულიგაზაფხულისას –მოულოდნელი,უადგილო.უპატივო,მოუხეშავიგლეხის ხელებითმოსაკვეთი და გასასხლავი -ტოტი ვარ ხისა.უსივრცობა და უჰაერობაარის ჩემი ცა –დასატუქსი და გასალახიანცი ბავშვივით ატუზულიგასასვლელ კართან –გასაქცევად რომ გამზადებულა.მყინვარის კალთას მოწყვეტილიყინულის ბლაგვი ნაჭერი ვარ–წყლის დინებებით ჩამონატანი,ხის ბურჯებს შორისგაჩხერილი –ვერც რომ დნება დაარც წყალს ატარებს.ბოლომოჭმული,დაჟანგული ლიანდაგი ვარ –ნიშანი იმის – იყო გზა ...იყო...და... აღარ არის.* * *მთელავენ ბალახს.მწვანე ნაღველი წვენად დამიდის.სხვათა სიმძიმის ნაბიჯებიდამკერებია დასტურად იმის,რომ ვარსებობდიუტყუარი ვერარსებობით.და ჰორიზონტში ჩატანებულიკარის ღრიჭოდანგასაქცევად გამზადებულიჩემი ლურჯი ცაიწრიტება სამყაროს იქით,სხვა სამყაროში.მე ვარ ბალახი.უგემური;ღეროურძეო;ღერონაშალი.ჩემს სუსტ სხეულზეფერით – უმზეო:ჭიამაია დადის,ფრთაშავობსდა...ასაფრენად ემზადება.დღეის ცხოვრებითდავიწყებული,ზურმუხტნაღველა –მე ვარ... ბალახი
პაპიძე ნათია

პაპიძე ნათია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი