პოეზია · ლირიკა
მამა (ჩემში)
მამას წყლიანი თვალები ჰქონდა,თბილი ღიმილი და გამოხედვა.ყოველ წელს, თვეს და დღეს, კარზე მომდგარს,ვითვლი თითებითდა აღმოჩნდება,რომ აღარც არის რამ დასათვლელი,გადასანახი,ან დასანახი -მისი თვალების თბილ ხედებიდან.მამაჩემს სველი თვალები ჰქონდა.და ისიც გაქრა,როგორც სუნი და როგორც სითბოიმ პერანგიდან,ურომლისოდაც, კიდევ დიდხანს ვერ ვიძინებდი.იმ პერანგს მამის სუნი ჰქონდა,მისი მკლავებიჩემი მკურნალი.გაქრა... და შემდეგ, სიზმრად მოსულმათავის სკამზე რომ მიმიჩინა ჩემი ადგილი -მისი ცრემლები - მე გადმოვისხი.სითბო კი – ვეღარ.მე კი, დავპირდისულ და ყოველთვის ის ვიქნებოდი -ვინც მას ვუყვარდი.მამაჩემს სველი თვალები ჰქონდა.