↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იყო და არა იყო რა

პაპიძე ნათია

2008-01-133 წთ საკითხავი2381 ნახვა

—
იყო და არა იყო რა... მაგრამ,განა სხვაც იყო უფრო კარგი,ან უკეთესი იმ დღეებისა –რომლებიც ერთად გავატარეთმე და შენ-ხეზე ჩიტივით შემომჯდარიჭრელი ფიცრულის იდუმალ და მოციმციმეჩვენს სამყოფელში.ხეზე ჩიტივით შემოსკუპებულსჩვენივე ფრთხილი ნაბიჯებითვაწყებინებდით ჭრიალს და ჭიკჭიკს.ისიც თუ გახსოვს, თოკის კიბეზემეკობრის ქუდით, ცალ–თვალ–აკრული,ყიჟინითა და ხის ხმლის ტრიალით:ასვლას – ვერავინ რომ ვერ მასწრებდა;ჩავმწკრივდებოდით ერთ ზიგზაგ რიგადველოდებოდით, ფიცრულიდანმთავარსარდლის გამობრძანებას.ისიც, ბამბუკის ჩხარუნა ფარდასხელით შუაზე გადასწევდადა მედიდური სცემდა ბრძანებას:„შუა კვეთაზე ამ გრძედისა და იმ განედისზვინია თივის. დაატყვევეთ დაუზარელადდა აქ მომგვარეთ.“დაეშვებოდნენ მებრძოლები –მკლავმამაცურად ებმეოდნენდაუნდობელ და მედგარ ომშითივის ზვინებთან,ჭიგოებთან,საფრთხობელებთან.ხან, ხის ჯოხებით დაუჩხვლეტდნენ ბულულის მუცელს,ხან, უფსკრულიდან ამოშვერილ კისრებს აჭრიდნენგოგრისთავიან ზღვის ურჩხულებს, მიწის რვაფეხებს.მერე კი, დიდი ზარ–ზეიმით მოჰქონდათ ძღვენადმინის ქილაში დამწყვდეული ხვლიკი თუ მახრა.ხო. გახსოვს, ალბათ, გრეხილ თოკზე,ასვლას ვერავინ რომ ვერ მასწრებდა.მაგრამ, ბინდისას, ჩამოსვლის დროს კი,ისევ უსუსურ გოგოდ ქცეული,მუდარით გთხოვდით, –„დამეხმარეთ,არ დამტოვოთ–თქო“;მეშინოდა მარტო დარჩენისდა ზუსტად მაშინ მახსენდებოდა:წარღვნის ლეგენდა ან ზღვის გრძნეული;ბაბუს, ჯერ კიდევ ჯეელობისას,ჯაჭვით ბეღელში რომ დაუბამსდიდი დევები.ეზოს ბინდ–ბუნდში ობ–ნესტისა დათეთრი ჩრჩილების მოსატყუებლად გამოფენილიბეწვის ქურქები, რატომღაც, ძლიერ ემსგავსებოდნენბანჯგვლიან ჭინკებს, ოჩოკოჩებს, ოჩოპინტრეებს.სუროს და ჭინჭრის თმაგაშლილი,თმაგაწეწილიტყის ალების და ტყაშმაფების მესმოდა ქშენა.საბუდარებში შეპარული კატის კრუტუნიც,ბუკნაჭოების კივილი და ტურის ყმუილისაშიშროებას და ჩუმ საფრთხეს ამცნობდა სმენას.
ჰო... ყველა შიში ერთდროულად ახელდა თვალებს.შიში სულების,ჩვენებების,საფრთხობელების.და მერე კიდევ, ჩემდა ჭირად გამოჩენილი,ამოუცნობი მფრინავი და მანათობელიეკიპაჟების – უცნობი და ახალი შიში.„ჩამომიყვანეთ. დამეხმარეთ–თქო“-ხელს მაშველებდით და არ მტოვებდით;ვერც დამტოვებდით იქ,სიმაღლეზე.........უკვე ფანჯრიდან ვუყურებდითფარნებით ხელში მოსიარულე,თავის გუნდს განგებ ჩამორჩენილციცინათელებს.სრულ უკუნეთში, ასვოლტიანიღამის ნათურის ანთებისასჩამოცვენილ მთვარის ნაპერწკლებს....გახსოვს, დილიდან, გვიამბობდანაკადული თავის ცუდ სიზმრებს .და მერე, მთელი დღედა მერე, საღამოც მთელი–ჩვენ, ყველა ერთად,დაღმაც... აღმაც,მაღლა და ქვევით–ვედინებოდით:ბაღებში,ზვრებში,ღელეებში,ყანებში,მთებში...და წყალსაც, ბედად, ის სიზმრები არ უხდებოდა,ვიდრემდის...იყვნენ მეგობრები.
პაპიძე ნათია

პაპიძე ნათია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი