↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვიყო, მეძინოს

პაპიძე ნათია

2008-01-131 წთ საკითხავი2375 ნახვა

—
ახლა ის დროა,როცა ჰაერიც სუნთქვას შეიკრავს,სულს დაიგუბებს,–და მერე,ფოთლებს ამოახველებს.
ქარები ქროლვით იქნევენ ხელებს.და ჭადრის ხმელი ჭიკარტებით,ხმელი ფოთლებით–ასობით თეთრ და ათასობითნაცრისფერ კრავებს –ღრუბლის გრაფიკულ ნახატებადცაზე აკრავენ.
ვთვლით:ერთი ცხვარი...ორი ცხვარი...მესამე ცხვარი...მოდის სიზმარიც–მუსიკალური გაფორმებითცივი ქარების.ტანდაკენკრილი ღამე – მოცვი,შავი მოცხარი...არ გადამირთოთ სხვა სიზმარზე.ცხადშიც ეს არის:სუნთქვაშეკრული და დამბალი,ნოტიო სივრცე –დამჭკნარ,დანამულ, გაფითრებულფოთლებს ახველებს,იქნევენ ქროლვით ხელებს ქარები...ქარები ქროლვით იქნევენ ხელებს.
პაპიძე ნათია

პაპიძე ნათია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი