↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დუელი ქვეყანასთან

კარმელი შალვა

2010-08-121 წთ საკითხავი4458 ნახვა

—
ვარ მოქალაქე მე არმზადა.უარვყოფ კანონს დღეს გამძაფრებით.ბოროტ ცხოვრებამ ისე მამზადა,რომ საწამლავი მესვა ძაბრებით.
საკმაო არის თავის აგდება,რომ ყველაფერზე აიღო ხელი.ქაოსი მაინც არ დალაგდებადა ზეკაცისთვის ვიწროა ხვრელი.
მრუშ ბაბილონის მადიდებელი,სული გაექცა სალოცავს წყრომით.და პოეზიის მცდარი მხლებელისაფრენ ტოგაში ვერთობი რომით.
ზღვა სახელები:ნიცშე,პლატონი,აღარ გაჰყვება მიწას ხსოვნებად.ვიყო გათრობილ წუთის ბატონი,დღეს მწამს უდიდეს სიამოვნებად.
მიჰქრის პლანეტა ტრფობით,ვნებებით ,ცივ ნირვანაში მუცლის მგდებელი...და მე ფოსფორის განათებებით-ვკივი ყველაფრის დამმონებელი.
ბრძოლა,ქალები,მზე მილიარდიდა მოგრიალე ცის კაბადონი.სამეფო ეტლით მარად ვიარდი,მე - ბრაზიანი ასარგადონი.
კაცის მკვლელს გული თუ არ მტკენია.ჭლექით ,ლუესით შეირყა ტვინი.ღვინით მოვკალი ნევრასტენიადა გადვიქანე ცოდვების ტინი.
გზას საფლავისკენ არ იტყვის მებზე.გვამს დასაფანტად გრიგალი შებერს.მაგრამ მანამდი,დემონის ფრთებზე...დავატრიალებ ქვეყანას ბებერს!

კარმელი შალვა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი