↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ედგარ პოეს

კარმელი შალვა

2020-06-121 წთ საკითხავი4453 ნახვა

—
შენი ოცნება დაჭრილ გონებითვეზუვის დუღილს მოსკდა ღვარულადდა პოეტისგან ეს სტრიქონებიგთხოვ შეიწირო მეტ სიყვარულად.მოწაფეობა, კარტის თამაში,შეშლილ ელენეს შორი ჩვენება,შენ ჩაიხედე აკლდამაშიდა სამუდამოდ არ გესვენება.ვით ალბატროსმა ნახე ევროპა,მზის საბერძნეთი და იტალია.და როს გქანცავდა დაუდევრობა-ხვდებოდი ლედის, წმინდა თვალიანს.და ლიგეია საღვთო ღვლეფია,რომ გიკიდებდა ტრფობის სიალეს,ბოსტონ-რიჩმონდი ფილადელფიახშირად გიცქერდა მოხეტიალეს.მაგრამ ლაჟვარდი დაიმსხვრა ჭექით, -კვნესა გაისმა ჩამქრალ ხველებით.ო, ვირგინია კვდებოდა ჭლექითდა გიჟდებოდი საშინელებით!ეშერის სახლი დაეცა ძველი,წითელ სიკვდილის გაჩნდა ლანდება.მორგის ქუჩაზე გაიქცა მკვლელიდა კომეტებით ცა ტორტმანდება.ავარდა ტეხა შავ გრიგალების,მთვარის მოგზაურს დაებნა გზანიდა სახელები ძვირფას ქალებისიყო ელმირა, მისტრის შ,უ ანნი.მთები, მალსტრ,ომი, ზღვა და ქარები.პოეზიაზე შენი ლექცია.შესანდობელად დაჰკარ ზარები, -გლოვა ლოცვებად რომ დაგექცია.მაშინ საღამო იდგა ოლარითდა მეტეორი გადაქრა ცაზე.და მიდიოდი ავი დოლლარით, -შენ დაღუპულო, ნერვების წვაზე.და სახარებას მერი მორანიამაოდ შლიდა თეთრ არშიაში.მიგასვენებდა ყბედი ყორანინაზ ლენორასკენ ფრთების შრიალში!

კარმელი შალვა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი