↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ავტოპორტრეტი პროფილში

კარმელი შალვა

2019-06-121 წთ საკითხავი4461 ნახვა

—
დავკარგე გვარი, შევამცირე მისი გაისიდა ცრუ სახელად ავირჩიე კარმელი, ძვირი.ახ! ალბათ ვინმეს ვეგონები უდაბნოს მწირი.სხვა უდაბნოა საქართველო და ქუთაისი.
მისდევს ლეილას ჰაშიშებით გიჟი ყაისი,მაგრამ ინფანტას ბრმა თვალებზე მე უფრო ვტირი.გადიფრენს ქარი მკვდარ ქვეყნებზე ლანდებით ხშირი,ჩემთან ლოცვებში მოლოზანად მოვა თაისი.
მეფისტოფელის წამოსასხამს ვშლი ცეპელინად,რომ გავადევნო პოეზიას ყველა მიზნები.მე მას კარმელი, ვით მონასტერს,- შევეხიზნები.
ვტრიალებ დამწვარ არაბებში მზიურ ელლინად.ვიცი, უთუოდ საამაყო მაქვს რეფლექსებში:პირველად რითმა რომ გავმართე ქართულ ლექსებში!
1920

კარმელი შალვა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი