პოეზია · ლირიკა
დიფირამბი ჰეტერას
ეგ შენი სხეულიდიფირამბს ელოდა,როგორც ქალს, ავხორცს, ჰაშიში, ჰარემი.ვნებით სიცხეულიხარ სამეგრელოდან,მენადებს გასევენ ცის შემოგარენი.ჰეტერის ტკივილი ტანაშლილს გატირებს,თხისფეხით გამორბის ნაპრალზე სილენა,სილენა დატევრილ მტევნებით რქებზე,გვერდები ჩაენგრა გალეშილ სატირებსტყეებში, კლდეებში და მთების ქვებზე.წივილით სისხლს წოვენ მზეს მონაწილენი,სილენა... სილენა მტევნებით რქებზე.ფრენები, ფლეიტა, ფერხული – ვისია?თაფლია ველური და ღვინო – თქეში...ევოე... ევოე... ეს დიონისია,მთვრალი და უსირცხვო ყველაზე თქვენში.მღერიან ღმერთებიცხრა მზედ და ორ ცად,და ჩვენც ავმღერდებითგადახსნილ ხორცად.სიტკბოში გატვრენას სქესები ეძებს,ღმუილი გაჰყვება ატეხილ მხეცებს.ტრიალებს ტრამალი და ვეტრფით ტრიალს,შიშველა შროშნებს, თესლებით მტვრიანს.ველები ივლება ვენახად ვაზის,შავყელა ყვავილი დავყნოსეთ სხვაფრად,შეშლილი ვეშვებით ფირუზა ფაზისსდა ტანებს ტალღები ტეხავენ მძაფრად!
1917