პოეზია · ლირიკა
დარდი ვაგზლების
ჩვენ შარაბანით მივქროდით გზაზე,ვამბობდი,-კვდება გული უდამოდ ,თქვენ ჩემს დღიურში ჩასწერეთ ასე:მცივა ,მშვიდობით ,ო, სამუდამოდ!დამასაჩუქრე ტყის კავალერილურჯ პეიზაჟით ცივი თვალების,ახლა მაწვალებს სივრცე ქალურიდა შემოხვედრა ყრუ ვაგზალების.სად არის ფრთები,რომ ავცდე ბორკილს...ქება ეროსებს,ღრმერთებს ფრთიანებს.რა ეშველება ამ ,,მაქსიმ გორკის”,ყველას მაშორებს და მაგვიანებს.ვხედავ ციფერბლატს – საათის შვიდზეჩვენ გველოდება პატარა ხიდი.გადავდგებოდით გაფრენილ ხიდზედა გვიტაცებდა შორს მაინ რიდი.სასახლე,ბაღი და ტყე შერევის ,დაღუპულ პრინცის მოჩვენებები.თქვენ – დედოფალი ორანჟერეის -პანის ყვავილებს კრფეფდით ვნებებით.ზმანებაშია ეს ყველაფერი...ახლა ვაგზლები მაწვალებს გრძელი,და მენატრება ჭლექით ნაფერიშეყვარებული ქალწულის ხელი.
1920 აბასთუმანი-ქუთაისი