↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბოდლერის ოფორტი

კარმელი შალვა

2019-06-121 წთ საკითხავი4462 ნახვა

—
ბოდლერს ამბოხით შეხვდა პარიზი,როს დეკადანსით დასწვა ფრანგული.მან აირჩია მზის ასპარეზი, -მრუშ მირაჟებში გზა დაბანგული.ქუჩის ყვავილთა გაბოროტებითშავ ვენერაზე აშრიტა ჟინი.შეხვდა იდეალსდაფნის ტოტებით,როცა ქალაქებს მოედო სპლინი.ცოდვიან ქალებს ეკაბადონა:მათ ტანის სურნელს, პუდრს, სამკლაურებს.ო, ბეატრიჩე! წმინდა მადონნა!დაატარებდა სულში ლაურებს.ხავერდის კატა, ბუ და ღამურა,უალერსებდნენ კაინის ძმობილს.ბოდლერის ლანდი ესაღამურამძაფრ საუკუნის დიდებას თრობილს!მაგრამ დაეცა დამბლა მედგარიდა ნუგეშინად ის ჰქონდა ნაღალს,-პოეტის სულზე მამა, ედგარი,-შეევედროდენ მეუფეს მაღალს!ხალხში შეიქმნა მიეთ-მოეთი,-უხმოდ კვდებოდა დენდი ნარინდი,აგონდებოდა კვლავ ინდოეთი,ალბატროსები და ტამარინდი!
1920

კარმელი შალვა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი