↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქალაქი

ფირცხალავა არჩილ

2026-07-181 წთ საკითხავი10961 ნახვა

—
ვერ გახდა ჩემი ეს ქალაქი,თუმცა ათი წელია ვცხოვრობ,ათი წელია ფანაგენტებს ვეჯიჯღინები,სახლმართველობას გულს ვუწვრილებ,რიგს ვიცავ დახლთანდა ბაზარში ქურთ მემწვანილესცეცხლის ოდესღაც ღვთიური ცეცხლის-სიიაფეზე ვუკითხავ მორალს.ათი წელია-ცა ცოლივით შემოვირიგე,ვფლანგავ ჰონორარს(ნიჭს ფლანგავო, მწერლებმა მითხრეს).ავდივარ მაღლა-ღმერთკაცების სასაფლაოზე,ჩავდივარ დაბლა-ვეძებ ტიციანს დიდუბეშიდა ვიღრინები.ოქროყანაში, დამნაშავე მე ვიყო თითქოს,ვთოვებ ბუჩქნარებს, სადაც უცნობს შემოჰყავს გოგოილორის კარზე შესაწირავად დაბმულ კრავივით.‘კარაბადინი’ ზედმეტ ფასში მომყიდეს გუშინ,ხუთმაგი ფასით –მუხრანის და ანას წიგნები.დიდებულია კაფეები, შიში, დომინო,ოპერა, კინო დაგვიხურა “რიჩარდ მესამემ”,რამაზ ჩხიკვაძის საყვარლობას იჩემებს ვიღაც-ზეითუნის ზეთის ფლაკონი.მართლა გყავდათო თუთაშხია?-ბუჭებმა მკითხეს.აბა რა ვიცი-ვინ გვყავდა და რის გამო გვყავდა,ათი წელია მე აქა ვარ,ათი წელია მეც თქვენსავით ვტკეპნი ამ პროსპექტსდა ვიშველიებ ასათიანს-საღმერთო ღვინოს.მიკვირს კი, მაინც იმ ხურჯინა ტეტიად ვრჩები,ა,ა, ათი წლის წინათ აქ რომ ჩამოიყვანესდა გზამკვლევებით დაეძებდა თვითეულ უბანს.გადაწყდა! –კარგ დროს მომაყივლა ჩემმა სოფელმა,აწი, ქალაქო, მხოლოდ სტუმრად მოგიბრუნდები,არა მგონია, ვინმემ კალთა ჩამომახიოს.არ გაუგიათ აქ ჩემი მოსვლადა ვერც წასვლისას გაიგებს ვინმე,არ იყივლებდა უადგილოდ ჩემი სოფელი.
ფირცხალავა არჩილ

ფირცხალავა არჩილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი