პოეზია · ლირიკა
* * * "მოხუცო"
მოხუცო (ახლა გავისტუმრე ფოსტალიონი)ქვეყნისას გთხოვ და ცისას უბნობ, დალახვროს ნიცშემ.ამანათისთვის გმადლობ, მახსოვს, ეს ყალიონიმეძველმანისგან შეიძინე შარშან ნიცაში.მოკლედ, დღეები გაცილებით უფრო მოკლეა,ბებერი ძვლების გაციებაც გახდა საშიში.ლუდს მივეძალე. ახლაც გვერდით მიდგეს ბოკალიიაფი ლუდით სავსე _ ჩემთვის, როგორც ჰაშიში,მათრობელია სულ ოდნავი რამ ამ ცხოვრების...ადამიანებს დაღუპულებს და მათ აურებსმე ვაკვირდები კვლავ და მიჭირს დამახსოვრებაყოველი წუთის და ყველაფრის, რაც არ ხმაურობს,რასაც შემორჩა სურნელება ძველის, ნამდვილის.ხოლო შენ, ვიცი, ცხადზე მეტად სიზმრებს უჯერებ,მათ შორის ყოფნა შენთვის უფრო არის ადვილი,მაგრამ როდესმე ეგ სიზმრები დაგამუნჯებენ...მომწერე (პალმებს მიიტანდა, ალბათ, დარგავდათავის ეზოში მეგობარი შენი, ჩენდლერი)ყველა წვრილმანი, უმნიშვნელოც, თუ არ დაკარგაშენთვის რაიმემ მნიშვნელობა. იყავ დღეგრძელი!