პოეზია · ლირიკა
* * * "ნეკროლოგები"
ნეკროლოგები დავუგზავნე გაზეთებს. კინიმყოვარ ჟამს ალბათ სააქაოს მიღმა იქნება.დიახ, მე ვწუხვარ, ძველებურად მაწუხებს სპლინი,სახსრებისმტვრევით მთქნარება და ძილად მიგდებადა (თითქოს ჭია დაყიალობს რწმენის ბორცვებზე)ოდეს მოდიან დღეები და ხდებიან ავად,ფერმკრთალდებიან ცათა შინა სხვათა ლოცვები,ხოლო სიცოცხლე ბორგნეულობს სხეულში ლავადდა ვულკანივით დიადია სურნელი მიწის,რომელიც დგას და ერთგულივით მზრუნველობს ჩვენზე,მან ალბათ უფრო უკეთესად და ზუსტად იცის,რომ როგორც ქვაზე დაცემული მინა ან პენსნე,გადავიმსხვრევით ათასწილად, როს ჟამი მოვადა სასაცილო ახირებად გვექცევა გულზესოკოებივით ამოსული დარდების გროვა...ხოლო ცხედარი სათამაშოდ დარჩებათ ბუზებს...