პოეზია · ლირიკა
ზაირა რეანიმაციაში
დგას მაგიდაზე წვნიანით ქვაბი,კედლები სტკივა მოწყენილ ოთახსდა ფარდებიდან შემოდის გვამი,რომელიც შენი სიზმრებით შფოთავსდა ლურჯი არის მისი ტუჩები,როგორც ცა, როგორც ფიქრები ომზე,რომელიც შენში დარჩა უჩუმრადდა აღარ მორჩა.პატარა კოვზიდევს მაგიდაზე დამაწვნის ქილა.მოწყენილია ოთახი, როგორცმიცვალებულის ოჯახში დილა.ალბათ ეს არის ბედით თამაშიც,უფრო უარეს დღეების გამო,დარჩენილია კვამლი შენს თმაშიდა ყელში _ ძველი ჭრილობის გემო.