↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ეპიტათია წყალზე

ცქიტიშვილი ალეკო

2026-07-181 წთ საკითხავი1122 ნახვა

—
რას აირეკლავს ჩემი მზერაწყალში, ჩემი გახელილი თვალების სივრცერას უერთდება, როცა წყალმცენარეებიირხევიან და არ შრიალებენწყალში, სადაც არ არის გზადა არ რჩება კვალი სულიერთა მოძრაობისა.
მე წამოვედი იმ ქვეყნიდან,სადაც ეკლესიებს აგებენ ქურდებიდა ჩინოვნიკები, სადაცლოცვა არ იწევს ცისკენ.
წყალი ახლა სახლია ჩემი –კარს თვითონ აღებს დასაკუთარი თავიდან გადის,ხოლო, როცა ბრუნდება უკან,აქ, წარმოსახვით მაგიდაზემთვლემარე თევზებს ჩემი ფიქრისნამცეცებს უყრის.
ყველანაირად გამსუბუქდა ჩემი სხეული,მაგრამ რა ვუყო ცოდვას, რომელიცწყლის ზედაპირზე ამოსვლას მიშლის,რა ვუყო ცუდად დაფარულ წარსულს,ტანზე დუმფარად რომ ამომივადა გამოჩნდება?...
ან რა იქნება დამალული?...მე გევედრები,ვიდრე საკუთარ ძვლებს დავინახავ,ღმერთო, ეს მატლი შემაყვარე,ჩემს სხეულში რომ დაბუდდა ახლა.

ცქიტიშვილი ალეკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი