↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შიში

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
ქალაქში შიშია,ქუჩებს და მოედნებსბურჟედ და მოლჲერადმოედო ხოლერა.და თეთრი ეტლებიმიჰქრიან.სკდებიან კედლები.მე მიფიქრია:ამნაირ დღეებზე ჩუმად დაცბიერად.ცხედრები, ცხედრები...ხოლერა, ხოლერა.და როგორც მხედრები,როგორც ცა-იერად,მეწყერად, სამუმადგვედება ეს ჭირი.მზე ჩავა, ამოვა,ყოველთვის შავია!ნიავიც სავსეახოლერით!წინ მიაქვთ კუბო,ქალაქი ფითრდება...მან შეამჩნია,რომ ბერდება,ძლიერ ბერდება:იქ ყველამ იცის,რომ დღეს თუ ხვალშეუერთდება მქროლავობასდაშეჩერდება.მეზობელს, რომელსაცთითი არ სტკენია -მთავრობამ ზედ კარზეკირი მიუყარა!და შემდეგ (ჯანმრთელი)გაგზავნა... იმ ეტლით!ამაოდ ტანჯულიუცხადებს ექიმებს:- "მე ავადარა ვარ!"ვინ მოვა მსაჯულად?არავინ!მზე ჩავა, ამოვა,ყოველთვის შავია!ნიავიც სავსეახოლერით!მთვარესაც ედებაბაცილა!ხეებიც ხმებიან!სახლებზე ფარდებიარ შეირხევიან.და ერთ დღეს...ხოლერა...ის...მთვარესაც ედებაბაცილა!
ფანჯრებზე ფარდებიარ შეირხევა.გადადგამს ერთ ნაბიჯსსრულიად ცოცხალიდაუცებ ეცემა.ოპერაშიმე ვხედავ, გადასძვრათმსმენელებს ტყავებითავების სარქველიდან.(ეს ხდება უეცრად).დადიან ჩონჩხები:ხოლერა, ხოლერა!ქალაქს დაღუპვა ელის!ამაოდ გულიაევსება წინათგრძნობებით,დადგება სიჩუმე:დაღუპვა ელის:შავი აჩრდილისწუხს:დაღუპვა ელის!ტკივილებით გამწარებულიღრღნის მიწას...ეძახის...ვინ ისმენს?არავინ, არავინ:ის იღუპება!რაა ყორნის ხმა?რას ნიშნავს ვაზა გატეხილი?
1919
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი