პოეზია · ლირიკა
დილა კრწანისის ბაღში
გიორგი ლეონიძე 1899–1966
ცისკრის შუქი გადეღვარა კრწანისს,ქარავანი ბორჩალოდან მოდგა;ვეგებები გუმბათებს და მწვანილს,მემაწვნეთა უკანასკნელ მოდგმას.და მძევალი არაგველთა ხიდთანმხოლოდ ერთი ლამპარიღა ბჟუტავს;სხივთან ერთად ჩამოვარდა ხიდანჩიტისაგან დაკენკილი თუთა.
მე ამ თუთის გაზრდილი ვარ, განა,მისი სიტკბო ჩემს ძარღვებში წვეთავს;დიდ მომღერალს მე ვინ დამამგვანა,ჩემი მიწა თუ არ მექნა მწეთა?!
მოდარებულ ცის ნიშანზე ვხვდები,შუადღისას უღვთოდ უნდა დაცხეს...ხე შეირხა მიმოხლილი ფრთებით,მტრედის გუნდი დააფრინდა ცაცხვებს...