პოეზია · ლირიკა
დილა ნარგიზნარევი
გიორგი ლეონიძე 1899–1966
დილა ნარგიზნარევი,ვენახი, ნიგვზნარები,და მზის ცვარის მწოვარიმხიარული მინდვრები ―ჩემი სამშობლო არი,ჩემი ნამემკვიდრები,ჩემი გულის მეგზურიდა ოცნების მანძილი...ჩემი სიტყვა ლექსური,არა მისი ნაწილი...სიტყვას რომ შუქს ვადენდი,―მისი შარავანდედისარი გამონაჭვირი...