↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შორი ალერსი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2018-06-131 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
გადამავიწყდა ჩემგან თქმული სიმღერა ძველადდა ახალ ჰანგებს ვეძიებდი ფიქრთ გასართველად.
მაგრამ სიმღერა იგი ძველი თან აქვნდა სოფელს,ის არ კარგავდა ჩემს მწარე ცრემლს, ცრემლს შეუშრობელს.
არის სხვა ცრემლი, ყოველ ცრემლზე უსიამესი,როცა ვერ გწვდება საუკუნეთ შორი ალერსი...
როს სული სცოცხლობს, სხეული კი სამარეში სდუმს,ჟამი გეძახის ხელოვნების სევდიან ქურუმს.
ის წრფელი ცრემლი კვლავ აადგენს ხელოვნებას ძველს,კვლავ გააცოცხლებს მიწით გმობილ წინასწარმეტყველს.
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი