პოეზია · ლირიკა
ნინოს
კიდევ ერთი დღე მეტროპოლიტენში, სადაცმე და შენ მიცვალებული ვნახეთ _ბაქანზე ესვენა და პოლიციელებიდამუნჯებულ თვალებზე ცხვირსახოცს აფარებდნენ.
თურმე ვაგონიდან გამოსვლისთანავე წაიქცა დაგულიდან პატარა ცხოვრება გადმოუვარდა.მატარებელმა თავისი გზა გააგრძელა, ხოლოჩვენ გერმანიაში წასვლაზე ვსაუბრობდით.
იქ ოდნავ სხვანაირად კვდებიან ადამიანები.ყოველ შემთხვევაში, მე და შენასეთი წარმოდგენა გვაქვს და გვჯერა.