პოეზია · ლირიკა
მარტივი ცხოვრება
გინდა, მიდიოდე ტრამალზე ტრამვაით.გინდა, ტრამვაიდან ხედავდე მარტორქას.მარტივი ცხოვრება თუ გიჩენს ამნაირსურვილებს, მით უფრო, თუ სადმე მარტო ხარდა ახლაც... მარტო ხარ და გარეთ მარტია.მარტივით შენც გინდა, რაღაცა შეცვალოსახლში. მაგიდაზე თევზი დევს _ თართი დაწუხხარ, რომ არ არის იგი ჯერ შემწვარი.გარეთ კი მარტია და ზამთარს ტრავმა აქვს.შენ ზიხარ საწოლზე და ისე ძალიანგინდა, მიდიოდე ტრამალზე ტრამვაით,სხვა სურვილებისთვის აღარც კი გცალია.