პოეზია · ლირიკა
* * * "ადრე მოვიდა შემოდგომა"
ადრე მოვიდა შემოდგომა. გარეთ ქარია,რომელიც ქალაქს მოეხვია თავსაბურავად.ამან ძალიან შემაწუხა, როცა ცარიელეზოში ძაღლმა დაიყეფა თავისებურადდა არაფერიც არ მოხდება, თუ ახლა მოგწერ,რომ არსებითად კარგადა ვარ და თუმცა მინდაცოტაოდენი აღელვება, მე მაინც მომწონსეს არსებითად კარგად ყოფნა, სისუსტე, ბინდითვალებზე, როგორც დაკეტილი ოთახის კარი,როცა სიჩუმე ისადგურებს და ფიქრი მოდისსაკუთარ თავზე, მოვლენებზე, შენზე. აშკარადდაუჯერებელ ამბავს მოგწერ: სარკე, კომოდი,მაგიდა, სკამი მაგიდასთან, ფანჯარა, ფარდა,ტელევიზორი, მაცივარი (ჩამოთვლას შევწყვეტ) _ეს ყველაფერი სიმართლეა, ფაქტია, ანდაჩვენ არაფერი აღარ გვჯერა და ვეღარც შევძლებთსაგნების გულში ჩაღრმავებას, გაშიფვრას, განცდასიმისას, რასაც იფიქრებდნენ ისინი ჩვენზე...