პოეზია · ლირიკა
მისტერ სატერზვეიტის მიმოწერა საკუთარ თავთან
დროა მოხუცო (მოგიკითხეს ბუკინისტებმა)მისტერ S, ჩვენი ლექსებიდან მტვერიღა დარჩეს.ღამეა. მძიმე ასოების დაგვირისტებითვწერ მემუარებს და უაზროდ ვკითხულობ სარჩევსდღეთა მათ ძველთა გარდასულთა. წუხელ შევიტყვებატონი კინის უეცარი გარდაცვალება.მადლობა ეშმაკს. გმირი იყო. ვიცი, შენ იტყვი,ვწუხვარო, მაგრამ სამომავლოდ დაგევალებაძველთა მათ შენთა ზმანებათა შორის მოძებნოის ვაჟბატონი. აპირებდი ცოლის შერთვასაც.რად არ მომწერე, საკუთარი ლანდი რომ სცემე?ადოლფმა მითხრა, დაბერდაო კვლავ და ამ თვესაცთუ გადაიტანს, წავიდეთო ეკლესიაში,წარმოიდგინე _ სულის შენის, მისტერ, საოხად.ვიცი, თანა გაქვს დაღუპულთა მოკლე სია შენ,მარქვი, მას შემდეგ ქვეყანასა ზედა რა მოხდა.
ა