↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უკვდავ წამებულს

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52776 ნახვა

—
სწორედ იმხანად, შენი ტანი შანთით რომ შანთეს,დუშმანი აქეთ წვავდა ტაოს, აჭარას, შავშეთს.ჩვენ ერთად მოგვკლეს, დაო, დედავ და დედოფალო,მაგრამ დღეს რადგან ვბედავ ლექსით სისხლი მოგბანო,ჩვენ, ესე იგი, ცოცხალნი ვართ და დედაენითვჩივით საწუხრებს, მოვირჩინოთ რომ წყლული ჩვენი.ან ვინ დაუთვლის, დედოფალო, ჭრილობებს ქართველს? _მტერი წართმეულს აღარ გვაძლევს, ახალს კი გვართმევს.და, აი, დღესაც ჩანს ქართველად ყოფნა ძნელდება,ჩვენი ძარღვიდან შენი სისხლის დენა გრძელდებადა, რაც ოფლ-ცრემლით აგვიგია ქვეყნის კედლებად,დედავ ტანჯულო, ღალატებით ისევ გვენგრევა.ახალ მამულში სიძულვილთა ძველი ომია,გარეზე მეტი მტერი თურმე შიგნით გვყოლია.და, ჩვენ, შენს შვილებს, ზოგჯერ მშივრებს, მომთმენთ, ნიჭიერთ,როგორც შენს სხეულს, საქართველოს სხეულს გვიჭრიან.ამოიკვნესე ერთხელ კიდევ ცხელი სისხლითადა ამოწყევლე, ბაგრატიონთ ქალო, ის, ვინცაქართველობს ჩალმა-ბოხოხიანთ კრიალოსანითდა მღრღნელად ძვრება საქართველოს მთლიანობაში.მაგრამ, ქეთევან წამებულო, ბაგრატიონო,ტალიკ ბიჭებმა შინაურთან როგორ იომონ,როცა საყვარელ შენობების დგანან ჩონჩხები,მამულს ვჭირდებით არა მკვდრები, უფრო _ ცოცხლები.შენც, დედოფალო წამებულო, ჩვენთან ერთად ხარ,შენი უკვდავად ყოფნა ჩვენში ვიცი ღმერთმა ჰქნა.სამწუხაროა, _ წამებანი ხდება, მოხდება,საქართველოზე კიდევ ბევრი მოვა მოდავე,საქართველოსთვის ალბათ კიდევ ბევრი მოკვდება,საქართველოს კი ვერასოდეს ვეღარ მოკლავენ.
1992
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი