პოეზია · ლირიკა
ტრაპიზონში
მიწის გულივით ლამაზმა ბორცვმაჩაითქვა სიო, _ თამარის ლოცვადა თვით ჰაერმაც, მონატრებულმა,დიდ ნენესავით მლოშნა და მკოცნა.
ასე მგონია, ზღვა და ხმელეთიდღეს მეგებება გაშლილ ხელებით...მითრიდატედან მოყოლებულიგულში და ზვირთში ქუხს სახელები.
თითქოს ოდესღაც მე აქ ვსახლობდი,თუმცა დრო-ჟამი, ვიცი, მტვერია...თურმე საფლავიც შორი ახლობლისსამშობლოსავით მშვენიერია.
1989