↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დგება შემოდგომა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
გუგუნებს ალი მხიარულ ბუხრის,მაფიქრებს ალი და ვწვავ წერილებს,კიდევ ედება გედები მწუხრისგედებს ცეცხლისკენ გადაღერილებს.
რაც უფრო შორს ხარ, ძვირფასო დროო,უფრო სავსეა გზა ამ გედებით,და სიყვარული, ვით ვატერლოო,მოფენილია ამ იმედებით;
სხვა მხარეები უხსოვარ ხნიდანმაწვალებს, მათრობს და მეფერება.თვით სამარემდე მათ ლანდს მივიტან,რადგან ვერ ვპოვე ბედნიერება.
სულ ერთი არის: ღვინით ან ქალით,ან ყვავილებით - გაჰქრენ ვნებები.შუბლზე გადვისობ ხელებს კანკალით,რომ გაიფანტონ მოგონებები.
1920
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი