↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სამოთხის ვარდებს ზეციური სდიოდათ სისხლი

ჯაფარიძე ზურაბ

2006-08-121 წთ საკითხავი1058 ნახვა

—
სამოთხის ვარდებს ზეციური სდიოდათ სისხლი,გადააფერეს მწვერვალები, მთა და უფსკრული,გამოჩნდა შორით ღამისფერი რაშები მწუხრის,დაისმა სიოს ამოსუნთქვით დალია სული.მოვარდა ღამე _ დაგეშილი შავი ავაზა,შევები მოყმე ველურ ბრჭყალებს ქვებზე გალესილსდა პერგამენტზე პეონები სისხლმა გახაზახეებისაგან გაცრეცილი ქარის ალერსით.მომწყურდი მაშინ, სიკვდილისპირს გინატრე ერთხელ,შემოხვეოდა თითქოს მთვარეს კვამლი ჰაშიშის,სიკვდილის პირას ჩვენ ორივემ ამოვანთხიეთმე ერის ბოღმა, მან კი თავის ველური ჯიში.თურმე დღეები საწუთროსგან იყო დათვლილი,უკანასკნელად მან ჩემსავით მთვარეს გახედა,არვინ ტიროდა, ისიც თურმე იყო ობოლი,საიქიოში მოგველოდა ორივეს დედა.რარიგ გაფანტა ჩემი ზეცა უეცრად ელვამ,და დამათოვა ოცნებები შორით წასული...სამოთხის ვარდებს ზეციური სდიოდათ სისხლი,დაისმა სიოს ამოსუნთქვით დალია სული.

ჯაფარიძე ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი