↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სულერთია ოცდაათის მერე

გორგილაძე ზურაბ

2026-07-181 წთ საკითხავი22157 ნახვა

—
მინდორში ვარ და გაზაფხულს ვბაძავ,ვქოშინებ და ვასავსავებ ხელებს,არც გიმხელ და არც გიმალავ ასაკს,სულერთია ოცდაათის მერე.მეც მჩხვერავდა ხანჯალივით სისხლი,მეც ნაბადი დიდოსავით ვთელე,ვარ თუ არა სიყვარულის ღირსი,სულერთია ოცდაათის მერე.დღეს სურვილებს რა იოლად ვმართავ,წყალდიდობა დამავიწყდა ღელეს,ყველაფერი, აქ სიკვდილის გარდა,სულერთია ოცდაათის მერე.
ჩემიც მძაფრი ტრიალებდა კალოდა ჰფანტავდა სიჭაბუკის ფერებს,გამწირავ თუ შემივრდომებ ქალო,სულერთია ოცდაათის მერე.
მხოლოდ ხსოვნის უკვდავია ძეგლი,ნაფოტები სულ შერჩება ჭერებს,დიდებაც და გვირგვინებიც ეკლისსულერთია ოცდაათის მერე.მზის ხავერდი მუდამ ახლდა კოცნას,სხვა ხავერდებს ვერ შეიჩვევს ბაგე,მარადისი კურთხევა და ლოცვამას, რაც დარჩა ოცდაათის აქეთ.ვმღერი ასე ჩემს ნაღვლიან ქოხთანდა წარსულში თვალს ვადევნებ ძველებს...მოსახდენი რა ხანია მოხდა!ნუ მომძებნი ოცდაათის მერე.
გორგილაძე ზურაბ

გორგილაძე ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი