↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიყვარული მინდოდა

გორგილაძე ზურაბ

2026-07-181 წთ საკითხავი22153 ნახვა

—
მე რომ გოგო მინდოდა,მინდორ-მინდორ მივდოდა,ნეტავ რომელ მინდორში?ნეტავ რომელ მინდორთან?...მოლზე ალვა ბინდობდა,შორს მიმინო ფლიდობდა,ნეტავ რომელ მინდორში?ნეტავ რომელ მინდორთან?მზე სიცილით მინდოდა,ცა თვალებით მინდოდა,ნეტავ რომელ მინდორში?ნეტავ რომელ მინდორთან?თორთქალო და სხივტოტა,მინდორ-მინდორ მივდოდა,განა რამე ისეთი?სიყვარული მინდოდა.
გორგილაძე ზურაბ

გორგილაძე ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი