↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბედიაში

ჯაფარიძე ზურაბ

2013-05-121 წთ საკითხავი1053 ნახვა

—
თითქოს ბაგრატმა აქ საფლავი შეაზანზარა,ვინ გაამრთელებს საქართველოს გაბზარულ გვირგვინს,ნუ სწუხ, მეფეო! მთელი ერი ფეხზე დამდგარა,შეუღებიათ აფხაზეთი ურჯულოს სისხლით.გაუღვიძიათ დიდგორის და კრწანისის გმირებს,ბრძოლით ლესავენ დროჟამისგან დაჟანგულ მახვილს,ჰოი, გმირებო, საქართველო თქვენი ხვედრია,ჰოი, გმირებო! ვინც კი დარჩით გუმისთას, ტამიშს.თუ კირითხუროს ხსოვნად დარჩა აქეთ ბედია,თუკი მეზვრესაც ხსოვნისათვის წილად ხვდა ვაზი,ო, თქვენ სიკვდილი, როგორც კვიცი გაგიხედნიათ,საქართველოსთვის დაგიცლიათ საწუთროს თასი.

ჯაფარიძე ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი