↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დგება შემოდგომა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2008-05-131 წთ საკითხავი96968 ნახვა

—
გუგუნებს ალი მხიარულ ბუხრის,მაფიქრებს ალი და ვწვავ წერილებს,კიდევ ედება გედები მწუხრისგედებს ცეცხლისკენ გადაღერილებს.
რაც უფრო შორს ხარ, ძვირფასო დროო.უფრო სავსეა გზა ამ გედებით,და სიყვარული, ვით ვატერლოო,მოფენილია ამ იმედებით.
სხვა მხარეები უხსოვარ ხნიდანმაწვალებს, მათრობს და მეფერება.თვით სამარემდე მათ ლანდს მივიტან,რადგან ვერ ვპოვე ბედნიერება.
სულ ერთი არის: ღვინით, ან ქალით,ან ყვავილებით - გაქრნენ ვნებები.შუბლზე გადვისვამ ხელებს კანკალით,რომ გაიფანტონ მოგონებები.
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი