↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დგება ნაზი შემოდგომა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95270 ნახვა

—
დგება ნაზი შემოდგომა და მეც სევდით ვეგებები...შეიცვალა ირგვლივ რაღაც... მაგრამ რაა, რომ ვერ ვხვდები?!ოქროს ფოთლებს ხეივნებში ფერხული აქვთ, როგორც ძველად...როგორც ძველად, მთვარიან ცას ღიმი უკრთის მიმზიდველად...როგორც ძველად, ნიავ-ქარი დასრიალებს ჩემს მახლობლად,ჭკნობის სუსხი ახლოვდება... მხოლოდ მე ვარ ეხლა ობლად...იყო ჩემთან... ჩემთან იყო ის თვალები... ის ღიმილი,როგორც შორი მოჩვენება, ვით ზმანება ნაზი, ტკბილი...აღარ არის... გაზაფხულის ყვავილებთან ერთად მოკვდადა ეგ გულიც უჩვეულო დარდ-კაეშნით ამიტოკდა.ფერმილეულ შემოდგომას მარტოდ-მარტო ვეგებები...ველოდები ნახულ სახეს და ლოდინში ვკვდები... ვკვდები!ვარსკვლავთ შუქი დაიცარა და განელდა მიმქრალ ცაში,მხოლოდ მთიებს ისევე აქვთ იქ სინათლე და კაშკაში...
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი