↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დგება შემოდგომა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
დგება ჩქარი შემოდგომაქარებით და წვიმებით.მზე ღრუბლებში იფარებაფერმკრთალ გამოღიმებით.
და ზოგი კი უდარდელადმისცემია ოცნებას -ვაფიცებ მზეს, ვაფიცებ მისსინდისს, პატიოსნებას,
რომ გარშემო ფოთოლთა ძვრადა ქარის სისინია,მრისხანე ცა ჩამოეშვა,მას კი დაუძინია...
შეტაკებათ მოლოდინისზარია და ვაება,რომ მსოფლიო უეცარიდღის ხლართებში გაება.
დიპლომატსაც ხანა უდგასჟრჟოლისა და ცახცახის,ძველი ჩანგი აუღიადა ზედ წყნარად დასძახის.
აქ ძაღლი და მამაძაღლიგაიძახის: "გამიშვი!"საშიშია ატმოსფერო,ის კი მაინც არ იშლის.
მსხვერპლს თანდათან უსწორდებაშხამიანი ობობა.ახლო არის არნახულიომის ავადმყოფობა.
ყველაფერი აირევა -შეიცვლება დროება.ცხადია, რომ თავს წამოყოფსმხეცის ურწმუნოება.
დგება ჩქარი შემოდგომა,გარს სიცივეს მიმოკრებს.კოლონიებს მწარედ სცივათვით არ ამოიოხრებს?
ვიცი, ვიცი ეს წინასწარ:სახრჩობელას თოკებითგაიშლება დიდი სივრცე -ველი და ხრიოკები.
აჰ, სიტყვები! რა ქსელია!რა ცივი და ლიტონი, -მაგრამ ქსელში იგი მტერიგაებმება თვითონვე.
გაუფრთხილდით ჩვენი ქვეყნისმოკეთეს და მეგობარს,ჩვენი ქვეყნის - ახალ ბედის -მჭედელსა და მეომარს.
ასეთია ძველი ქვეყნისბნელი, მღვრიე სათავე.აი, სულ რაც უნდა მეთქვა,მორჩა, მე დავამთავრე.
1940
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი