↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დედა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95280 ნახვა

—
შავბნელი ღამე მოშორდა ტყესაც.ო, ტყე არ კვნესის;მაგრამ სხვა კვნესა, წარსულის კვნესა,მხოლოდ მე მესმის!
შავბნელი ღამე დააწვა ტყესა.ო, დედა კვნესის;მაგრამ ის კვნესა, სიკვდილის კვნესა,მხოლოდ მე მესმის!
ესმოდეს კიდეც... განა წამოვასიბნელის შიშით.ბნელი ღამეა... საფრთხე ღამეატალახით, ქვიშით.
მოვდივარ! ღამეს ჩემი მერანიმოაპობს მკერდით.ეს ვინა კვნესის, ნეტავ ვინ არის?მოვდივარ ერთი!
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი