↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შავკანიანთა მოდგმის აღთქმა (მთარგმნელი: ქარდავა ფრიდონ (ქარდა ქარდუხი))

ანჯელოუ მაია

2026-07-181 წთ საკითხავი547 ნახვა

—
რადგან ჩვენ ჩვენი წინაპრები გადავივიწყეთ,ჩვენი შვილები უკვე პატივს არ მოგვაგებენ.რადგან ჩვენ ჩვენი წინაპრების გზებს ვერ მივხედეთმუხლმოყრილებმა რომ გაჰკვალეს ეკალ–ბარდებში,ჩვენი შვილები საკუთარ გზას ვერ პოულობენ.რადგან ჩვენ ჩვენი წინაპრების ღმერთი გავდენეთ,ჩვენი შვილები ვერ ლოცულობენ.რადგან ჩვენ ჩვენი წინაპრების არ მოგვწვდა მოთქმა.შვილებს არ ესმით ჩევნი ტირილირადგან ჩვენ ჩვენი მშობლების სიბრძნე ქარს გავატანეთ,გზაარეული ჩვენი შვილებიგზაარეულებს აჩენენ შვილებსრადგან მივეცით დავიწყებას, როგორ გვიყვარდეს,კარიბჭეს მტერი მოადგა უკვე,და ჩაგვახედა სარკეში სადაც ჰყვირის სამყარო„სიძულვილის სამადლობელი“ამიტომ დავდეთ აღთქმა ერთურთს ჩავჭიდოთ ხელირომ ჩავეკონოთ ჩვენს თავმდაბლობას,რომ ვუერთგულოთ ჩვენს სიმარტოვესრომ უმეცრება ჩვენი გავფანტოთ,რომ დავაპუროთ ჩვენი შიმშილი,რომ შევიმოსოთ დაკონკილი სიშიშვლე ჩვენი,რომ ჩავიდინოთ მხოლოდ სიკეთე,იმის შეგრძნებით რომ გაცილებით მეტი ვართ ვიდრემხოლოდ მეურვე ძმების და დების,ჩვენ თვითონა ვართ საკუთარი ძმები და დები.ღირსმისაგებლად მათთვის ვინაც უფლისთვის იღვწისდა ადიდებს ოქროს ენებით,მადლმისაგებლად იმავე ღმერთისვინაც დაგვტოვა ჩვენ უიმედო და ცარიელი,ჩვენ დავდეთ აღთქმა.
ანჯელოუ მაია

ანჯელოუ მაია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი