↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მარტის ვარაუდი მოაქვთ კოინდარებს

აბუსელიძე როინ

2017-02-201 წთ საკითხავი4130 ნახვა

—
მარტის ვარაუდი მოაქვთ კოინდარებს,ცოცხალ საფლავებზე მკვდარი ფოთლებია,მიდი ერთი ჭიქა ღმერთი მომიტანე,თორემ სტრიქონები ყელში გროვდებიან,
თორემ შევიშალე, თორემ პანაშვიდებს,ვითვლი, ჩაიარა თითქმის ასიოდემ,ნერვებს ვიზოგავ და რაღა დამამშვიდებს,კუზის გარეშე რომ დადის ქვაზიმოდო...
მსგავსი უკმარობა სულსაც მიხუთავდა,ჩემი ურწმუნობაც ბრბოს თუ უხარია,ვინც კი უღალატებს არის იუდა დავისაც ღალატობენ ყველა უფალია?! –
აღარ დავიჯერებ, ვეღარ დამაჯერებთ!ვხედავ ურმიანი ბევრი ტრამალია,სანამ გადაბრუნდა დროზე გააჩერეთ,ჩემი ბილიკები ღამით სავალია
და შენც გამომყევი სანამ მატაოცებს,დავსდევ, მივიჩვიე თრობა, ხეტება დაჩემში არაფერი შენ არ გაგაოცებს,გარდა პოეტური შემოფეთებათა –
ლექსის, სტრიქონის თუ... მარტი კოინდარებსმოაქვს, საფლავებზე მკვდარი ფოთლებია,მიდი ერთი ჭიქა ღმერთი მომიტანე,მხოლოდ ერთი პეშვი ღმერთი მომიტანე,თორემ სტრიქონები ყელში გროვდებიან!...
აბუსელიძე როინ

აბუსელიძე როინ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი