↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გვიან (მთარგმნელი: ზვიად რატიანი)

სტრანდი მარკ

2012-08-121 წთ საკითხავი1368 ნახვა

—
კაცი მიდის ქალაქისკენ.სუსტი ნიავი, გაჟღენთილი მიწის სუნითდა ფოთლების ნედლი მწვანით, უბერავს ზურგში.
ჩქარობს, თითქოს არაფერი დასრულებულა.თითქოს ქალი, ახლა საბანში გახვეული საყვარლის გვერდით,ჯერ კიდევ უცდის.
ქალს ეღვიძება და უყურებს მოჭირხლულ მინას,მასზე მიყინულ შუქის ნაჭდევებს.ფანჯრის მიღმა დგას კაცი და მის სახელს ყვირის.
მთელი ღამე ასე ყვირის და არაფერი არ იცვლება.ეს მოხდება კიდევ ბევრჯერ, კაცი ისევ მიაკითხავს მის ფანჯარას,სადაც არ უნდა იყოს ქალი, და წარმოიდგენს
როგორ ახელს იგი თვალებს,როგორ მოდის ფანჯარასთან და იხედება.ქალი ისევ გაიღვიძებს საყვარლის გვერდით
და გაიგონებს, როგორ ყვირის ვიღაც ღამეში.ისევ და ისევ, გვიანობით, ოთახი და ვარსკვლავები,ღამეული ჭრილობები, რომლებიც უხმოდ ხორცდებიან,
ისევ და ისევ დილის ქარი, რომელიც უსწრებს მზის ამოსვლასდა ისევ, ბოლოს, უეცარი და საბრალოაღსასრული სიმარტოვეში.

სტრანდი მარკ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი