↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ამბავი ჩვენი ცხოვრებისა (მთარგმნელი: ზვიად რატიანი)

სტრანდი მარკ

2012-08-127 წთ საკითხავი1414 ნახვა

—
1ჩვენ ვკითხულობთ ამბავს ჩვენი ცხოვრებისა,მოქმედება ხდება ოთახში.ოთახი დაჰყურებს ქუჩას.იქ არავინაა.არაფერი გამოსცემს ხმას.ხეებს ამძიმებენ ფოთლები.გაჩერებული მანქანები არ იძვრიან.ჩვენ კითხვას განვაგრძობთ რაღაცის იმედით,რაღაც წყალობის ან ცვლილების,იქნებ სტრიქონმა ერთმანეთთან დაგვაახლოვოსან დაგვაშოროს.ზოგჯერ გვეჩვენება,რომ წიგნი ჩვენი ცხოვრებისა ცარიელია.ავეჯს არასდროს ვუნაცვლებთ ადგილს.ნოხები მუდამ მუქდებიან,როცა კვეთენ ჩვენი ჩრდილები.ოთახი თითქოს სამყაროა.ჩვენ დივანზე გვერდიგვერდ ვსხედვართდა ვკითხულობთ,რომ დივანზე გვერდიგვერდ ვსხედვართ.ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ბრწყინვალეა.ეს ბრწყინვალეა.
2ჩვენ ვკითხულობთ ამბავს ჩვენი ცხოვრებისა.თითქოს ვცხოვრობდეთ, რასაც ვკითხულობთ.თითქოს ვწერდეთ, რასაც ვცხოვრობთ.ყველაფერი მეორდება ისევ და ისევ.მორიგი თავი მიილია,წიგნს ვხურავ და უკან ვიხრები,წიგნი კი ამბობს, უკვე უჩემოდ,რომ მე მას ვხურავ.მე ვიწყებ წერას წიგნის შესახებ.მე ვწერ, რომ მინდა წიგნიდან გასვლა.გასვლა ჩემი ცხოვრებიდან სხვა ცხოვრებაში.მერე ვდებ კალამს.წიგნი კი ამბობს: "ის დებს კალამსდა ქალს უყურებს, ქალი კითხულობსამბავს თავისი საიდუმლო სიყვარულის,ბოლო სიყვარულის".წიგნი ზუსტია, ბევრად ზუსტი, ვიდრე გვგონია.უკან ვიხრები და გიყურებ, შენ კი კითხულობერთერთ თავს უცნობ მამაკაცზე,რომელიც ცხოვრობს ქუჩის გადაღმა.იქ სახლი აშენდა.მერე ამ სახლიდან კაცი გამოვიდა.შენ ის შეგიყვარდა,რადგან იცოდი, რომ არასდროს გესტუმრებოდა,ვერასოდეს გაიგებდა,რომ ელოდები, რადგან თვითონაცრამდენიმე ღამის შემდეგ მიხვდებოდი,რომ ალბათ ისიც ჩემნაირია.უკან ვიხრები და გიყურებ,როგორ ბერდები ჩემს გარეშე,როგორ გეღვრება მზის სხივები შევერცხლილ თმაზე.ნოხები, ავეჯი, ყველაფერი მოჩვენებითია."ქალი ისევ განაგრძობს კითხვას.თითქოს ვერ ამჩნევს, რომ კაცი გაქრა.ვერ ამჩნევს, როგორც ვერ ამჩნევენამინდის ცვლილებას,თუ ამ ცვლილებამ განწყობაზე არ იმოქმედა".შენი თვალები ვიწროვდება.რაღაც გიბიძგებს, დახურო წიგნი.დახურო მაშინ, როცა თხრობა ჩემზე გადმოდისდა აღწერს, როგორ წარმოვიდგინე,უკან გადახრილმა, ცხოვრება უშენოდ,სხვა ცხოვრებაში, სხვა წიგნში გადასვლაჩემი წიგნიდან, ჩემი ცხოვრებიდან.ის აღწერს, როგორ გიმორჩილებენწამიერი აგზნებები,როგორ გაშინებენ უეცარი მიხვედრებიიმის, თუ რატომ აღეგზენი.წიგნი იმაზე მეტს მოგვითხრობს, ვიდრე საჭიროა.მას უნდა ჩვენი დაშორება.
3გამეღვიძა დილით და მივხვდი:თუ რამე დარჩა ჩვენი ცხოვრებიდან,მხოლოდ ამბავი ჩვენი ცხოვრებისა.შენ არ დამეთანხმე, მე კი მიგითითესტრიქონი, რომლის თანახმადაც არ დამეთანხმე.როცა ძილი შეიბრუნე,მე განვაგრძე ბუნდოვანი თავების კითხვა(შენ ასეთებს, როგორც წესი, ყოველთვის ტოვებ,რადგან წინათგრძნობ დაწერამდედა ვიდრე წიგნის შემადგენელ ნაწილებად იქცევიან -კარგავ ინტერესს).ერთერთი თავი აღწერს კაცის ღამეულ ოთახს,მთვარის შუქის ცივ ქსოვილში გამოკრულ ავეჯს.კაცს ესიზმრება შიშველი ქალი,რომელიც ბაღში ელოდება,რომელსაც სჯერა,რომ სიყვარულს უნდა ემსხვერპლოს.იმავე თავში ქალი კვდება.ისე კვდება, არსადაა ნახსენები მისი სახელი.შესაბამისად, მე ვერ გეტყვი, რომ ქალი შენ ხარდა ამისთვის ვერასდროს დაგსჯი.მოგვიანებით ჩვენ შევიტყობთ,თუ სად ცხოვრობს მძინარე კაცი.მძინარე კაცი ცხოვრობს სახლში ქუჩის გადაღმა.ვიდრე გეძინა,მე დავიწყე დიდი ხნის წინწაკითხული გვერდების ფურცლვა.ეს იგივეა, დაგესიზმროს შენი ბავშვობა.რამდენი რამე დაკარგულა.რამდენი რამე არ დაკარგულა.მე არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო.წიგნი განაგრძობს: "მან არ იცის, როგორ იცხოვროსდა ასეთ წუთებში ეს წიგნი მისია,მას თავზე ადგას მწუხარების მძიმე გვირგვინი,მისი შინა და გარე სამყაროერთმანეთში ვერ თანხმდებიანდა ის თავს გრძნობს უბედურადთავის სამეფოში".
4ვიდრე გეძინა,წავიკითხე მორიგი თავი,რომელიც აღწერს შენს გაპარვას -შენ გძინავს ჩემსკენ ზურგშექცევითდა ძილში უკან მიუყვები შენს ცხოვრებასწარსულისკენ, სადაც მე არ ვარ.მე ამიტანა საკუთარმა სიმარტოვემდა ჩავთვალე, რომ ეს ფრაგმენტიჩვენი წიგნის უსუსტესი ფრაგმენტია,სულელური, დაუხვეწავი.მისი გადმოცემა შეუძლებელია."მას უნდოდა ენახა ქალი - შიშველი და უსუსური,საცოდავად მობუზული აშმორებულ სანაგვეზეძველი სიზმრების, ძველი ნიღბების".მიჭირდა კითხვის გაგრძელება.დავიღალე ამდენი კითხვით.წიგნი მიმიხვდადა მაშინვე მიმანიშნა,და მორიგი აბზაციდან თემა იცვლება.მე ველოდი შენს გაღვიძებას.შეიძლება, დიდხანს ველოდი.შეიძლება, შევწყვიტე კითხვა.გარეთ ქარმა დაუბერა.მისი ხმა ჰგავდა უჩვეულოდ გაწელილ ოხვრას.შემდეგ შემომესმა ფოთლების შრიალი.ეს ყველაფერი ხდებოდა გარეთ -ფანჯრის მიღმა იდგნენ ხეები.ეს ყველაფერი, შესაძლოა, ხდებოდა წიგნშიც.ის ფოთლები შრიალებდნენ, როგორც ჩანს, წიგნშიც.მე გადმოგხედე შენ, მძინარეს, და წავიკითხეორი თვალი, ცხვირი, ტუჩები...
5რომ ყოფილიყო სრულყოფილი სტრიქონი წიგნში.რომ შეგვძლებოდა მასში ცხოვრება.რომ ვიყოთ წიგნში, თოთქოს არ ვიყოთ.თითქოს არც კი დაგვეწეროს, და ვიყოთ წიგნში.მაგრამ ღამდება მორიგი გვერდი,ყოველი გვერდი დანომრილიადა ვიწროა საძრომები სტრიქონებს შორის.და შემდეგი გვერდი თენდება;და წინადღით წაკითხული ცუდი ამბავი,როგორც წყვდიადში ანთებული ასანთის ღერი,მოძრაობს ტვინში.რომ შეგვრჩენოდა რამის იმედი.რომ შეგვძლებოდა კითხვის შეწყვეტა."მას არ უნდოდა კითხვის შეწყვეტა,მას არ უნდოდა სხვა წიგნის კითხვა,ქალი კი ქუჩას დაჰყურებდა:მანქანები ისევ იდგნენ ხეების ჩრდილში,ქუჩის გადაღმა, ხეებს შორის, მოჩანდა სახლიდა ამ სახლში ცხოვრობდა კაცი,კაცი, რომელიც შეუყვარდა,რომელიც ალბათ სხვა წიგნს კითხულობს.ქალმა თვალები დახუჭა და წარმოიდგინამისი ოთახი, ცივი ღუმელი;მაგიდასთან იჯდა კაცი და წერდა წერილსქალს, რომელიც უკვე მკვდარია,რომელიც მსხვერპლად შეეწირა თავის სიყვარულს".რომ ყოფილიყო სრულყოფილი სტრიქონი წიგნში,ეს იქნებოდა ბოლო სტრიქონი.წიგნი არასდროს ასახელებს სიყვარულის გამომწვევ მიზეზს.როგორც ეტყობა, მას ხელს აძლევს ბუნდოვანება.წიგნი არასდროს არაფერს გვიხსნის.ის მხოლოდ ბრალს გვდებს.
6ცხოვრება გრძელდება.ვიზეპირებთ, რაც გვაგონდება.ვიხედებით შორ სარკეში ოთახის ბოლოს.არ შეგვიძლია სიმარტოვე.წიგნი გრძელდება."ისინი სდუმდნენ, არ იცოდნენ, როგორ დაეწყოთასე საჭირო საუბარი.სწორედ სიტყვებმა გააჩინეს პირველი ბზარი,მათ მოიტანეს სიმარტოვე.ამიტომაც არ ჩქარობდნენ,მხოლოდ კითხვას განაგრძობდნენ ჩუმი იმედით -იქნებ თავისით მომხდარიყო რაიმე წიგნში.იქნებ თავისით შეცვლილიყო მათი ცხოვრება:შეცდომები მიტევებოდათ, რადგან ვერ მტკიცდება.ტკივილები შეშვებოდათ, რადგან არცერთი იყო ნამდვილი.მათ არაფერი გააკეთეს".
7ჩვენი წიგნი განწირულია,ჩვენ ვართ ცოცხალი დასტური ამის.გარეთ ბნელა, ოთახში უფრო.მე კარგად მესმის შენი სუნთქვა.შენ მეკითხები, ხომ არ დავიღალე.დავიღალე თუ შემიძლია განვაგრძო კითხვა.დიახ, დავიღალე.დიახ, შემიძლია განვაგრძო კითხვა.დიახ, გპასუხობ ყველა კითხვაზე,მაგრამ არ გესმის."ისინი დივანზე გვერდიგვერდ ისხდნენ.ისინი იყვნენ უხეირო ორეულები,მოდუნებული ფანტომებიიმის, რაც იყვნენ.ისინი ჩანდნენ დაღლილები..ისინი კითხვას განაგრძობდნენ,დამფრთხალები საკუთარი უბიწოებითდა იმითიც, რომ არ სურდათ კითხვის შეწყვეტა.ისინი დივანზე გვერდიგვერდ ისხდნენ.ისინი მზად იყვნენ მიეღოთ სიმართლე.ისინი მზად იყვნენ მიეღოთ ყველაფერი, სულერთი იყო, რა.წიგნი უნდა დაწერილიყო,წიგნი უნდა წაკითხულიყო.ისინი იყვნენ მხოლოდ წიგნიდა არაფერი სხვა".

სტრანდი მარკ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი