↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბაღი (მთარგმნელი: ზვიად რატიანი)

სტრანდი მარკ

2012-08-121 წთ საკითხავი1370 ნახვა

—
რობერტ პენ უორენს
ის ბრწყინავს ბაღში,წაბლის ხეების თეთრ ფოთლებში,მამაჩემის ქუდის კიდეზე,როცა იგი მიუყვება მოხრეშილ ბილიკს.
დროის მიღმა გარჩენილ ბაღშიზის დედაჩემი წითელ მერხზე;სინათლითაა გაჟღენთილიცაც, მისი კაბის ნაკეცებიცდა მის უკან გახლართული ვარდის ბუჩქებიც.
და როდესაც მამა იხრება,რათა ყურში ჩასჩურჩულოს,როცა წამოდგნენ და წავიდნენდა მერცხლებიც აიშალნენ,როცა მთვარე და ვარსკვლავებიცუკვე გაქრნენ, ის ისევ ბრწყინავს.
ახლაც კი, როცა ამ ფურცელზე გადმოხრილხარ,გვიან და მარტო, ისევ ბრწყინავს; დიახ, ახლაც კი,წამით ადრე, ვიდრე გაქრება.

სტრანდი მარკ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი