პოეზია · ლირიკა
ვარ ატეხილი სალექსოდ
«და ვით სურამის ციხეს _ ზურაბი,მე თვითონ ლექსში დავეტანები».ვ. გაფრინდაშვილი
ვარ ატეხილი სალექსოდდა მტკივა ლექსის იარა.სიტყვების გვირგვინს ვწნავ და ვქსოვ,თან ვერა გამიგია რა.
საიდან მოდის, არ ვიცი,ლექსი, ქცეული ვარდებად.მანათობელი შავი ცისხელებში ამიყვავდება.
ჩამესმის უცხო ჰანგებიდა უცხო ტალღა წამლეკავს.სიტყვებში ჩავიკარგები,ღმერთი ზარივით დამრეკავს.
ერთს ვიტყვი _ ვერ მოვისვენებ,ათასი მრჩება სათქმელი.რა ფიქრებს შემომისევენმინდვრები გადანათქერი.
რა ფიქრებს შემომისევენმკვდრეთით აღმდგარი ხეები,ყვავილში _ ცრემლის სისველე,სიზმრებში _ სამოთხეები.
კვლავ ლექსმა წამომიარა,ჩამესმის იავნანები.მოვიხდი მე ჩემს ტიარასდა ლექსში ჩავეტანები.