პოეზია · ლირიკა
* * * ძლივს გავუმკლავდი ლექსებით ავდარს
ძლივს გავუმკლავდი ლექსებით ავდარს,თავზე გრიგალი მადგა ნამდვილი.ბარტყს, გადმოვარდნილს ბუდიდან, ჰგავდაგული, ბუდიდან ამოვარდნილი.
მოვითქვი სული, ავხედე უფალს -დამთავრდა სრბოლა თავაწყვეტილი.ღმერთმა ცა მომცა სუფთაზე სუფთადა ვარსკვლავების მრავალწერტილი.